Guess Who’s Back, Back Again :))

April 14, 2010 Leave a comment

გამარჯობა ჩემო მკითხველო(თუ ხარ სადმე ასეთი)

დიდი ხანია არაფერი დამიპოსტია, ეგ კი არა რაც იყო იმის ნახევარზე მეტიც წავშალე. მივხვდი რომ რაღაც უაზრო დამრიგებლური და ორატორული ტონი მქონდა და აქ ამის ადგილი არ არის.

ისე დამიპოსტია სწორი თუ დამიპოსტავს?

გადავწყვიტე ცოტა გავააქტიურო აქაურობა, როგორ გამომივა ვნახოთ.

ეს ისე, სათაურმა მოიტანა :D

Categories: ზოგადი

მხედველობის სათვალე

January 18, 2010 2 comments

მხედველობის სათვალე. ზოგისთვის ეს საჭირო აქსესუარია, ზოგისთვის უბრალოდ ახალი მოდა. სათვალეების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან ის ადამიანის ინდივიდუალიზმს უკავშორდება. შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორია ადამიანი თუ ვნახავთ მის სათვალეს.

სათვალე პირველად ნახსენებია ეგვიპტურ იეროგლიფებში(ძვ.წ.VIIIს.). როგორ გამოიყურებოდა ის უცნობია, თუმცა აი რამოდენიმე საინტერესო ეგზემპლარი

ძველი ჩინური სათვალე

სათვალე გულსაბნევით

ერთდროულად მზის და მხედველობის სათვალეები

ახლა კი გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მხედველობის სათვალეებს

აი ისიც:

გაგიკვირდათ? თავიდან მეც. შემდეგ კი გავარკვიე, რომ ეს სათვალე ეკუთვნოდა ცნობილ როკ–ენ–როლ მოსუკოსს ვინმე ბადი ჰოლის(მე პირველად გავიგე). ეს სათვალე 1998 წელს გაიყიდა 80,000 დოლარად. სწორედ ამიტომ ის ყველაზე ძვირად ითვლება.

სათვალე ზოგს ინტელიგენტურობას ჰმატებს

ზოგს სექსუალურობას

ზოგს კი ორივეს ერთად…

ბოლოს კი ერთს გირჩევთ: ნუ გაიკეთებთ ბებიათქვენის სათვალეს!

Katie Melua – Blowing in the wind

January 17, 2010 Leave a comment

ეს არის ბობ დილანის სიმღერა, Blowing in the wind, რომელიც 60–იანების ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰიტია. სიმღერას ასრულებს საქართველოს დამსახურებული არტისატი :D და ყველასათვის საყვარელი ქეთი მელუა

პერსეპოლისი / Persepolis (2007)

January 17, 2010 1 comment

პერსეპოლისი არის ფრანგული ანიმაციური ფილმი ირანელ გოგონაზე. მისი ბავშვობა ირან–ერაყის ომის პერიოდს დაემთხვა. რევოლუციონერმა მთავრობამ მის დროა აკრძალა ყველანაირი გართობა. მშობლებმა გოგონა ევროპაში გაუშვეს სასწავლებლად სადაც ის სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდა. აქ არ იყო არანაირი შეზღუდვა. აქ სრული თავისუფლება სუფევდა. მაგრამ ირანელ გოგონას ყველა “ტყიურად” თვლიდა. მისი ძალიან ცოტას ესმოდა. რამოდენიმე წლის შემდეგ ის საკუთარ სამშობლოში ბრუნდება, სადაც ისევ ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უწევს.

მოკლედ უყურეთ, ძალიან საინტერესო ფილმია. ფილმს ორი რეჯისორი ჰყავს:  ვინსენტ პარონაუდი და მარიან სატრაპი. ეს უკანასკნელი ირანელია.

აგერ ლინკიც ფილმის გადმოსაწერად http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=BHKCI

ვიდეო რომელზეც ვშტერდები

January 17, 2010 2 comments

ეს ვიდეო სულ ორიოდე დღის წინ აღმოვაჩინე და მეც გაგიზიარებთ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.