დიდი ხანია არაფერი დამიპოსტია, ეგ კი არა რაც იყო იმის ნახევარზე მეტიც წავშალე. მივხვდი რომ რაღაც უაზრო დამრიგებლური და ორატორული ტონი მქონდა და აქ ამის ადგილი არ არის.
ისე დამიპოსტია სწორი თუ დამიპოსტავს?
გადავწყვიტე ცოტა გავააქტიურო აქაურობა, როგორ გამომივა ვნახოთ.
მხედველობის სათვალე. ზოგისთვის ეს საჭირო აქსესუარია, ზოგისთვის უბრალოდ ახალი მოდა. სათვალეების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან ის ადამიანის ინდივიდუალიზმს უკავშორდება. შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორია ადამიანი თუ ვნახავთ მის სათვალეს.
სათვალე პირველად ნახსენებია ეგვიპტურ იეროგლიფებში(ძვ.წ.VIIIს.). როგორ გამოიყურებოდა ის უცნობია, თუმცა აი რამოდენიმე საინტერესო ეგზემპლარი
ძველი ჩინური სათვალე
სათვალე გულსაბნევით
ერთდროულად მზის და მხედველობის სათვალეები
ახლა კი გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მხედველობის სათვალეებს
აი ისიც:
გაგიკვირდათ? თავიდან მეც. შემდეგ კი გავარკვიე, რომ ეს სათვალე ეკუთვნოდა ცნობილ როკ–ენ–როლ მოსუკოსს ვინმე ბადი ჰოლის(მე პირველად გავიგე). ეს სათვალე 1998 წელს გაიყიდა 80,000 დოლარად. სწორედ ამიტომ ის ყველაზე ძვირად ითვლება.
სათვალე ზოგს ინტელიგენტურობას ჰმატებს
ზოგს სექსუალურობას
ზოგს კი ორივეს ერთად…
ბოლოს კი ერთს გირჩევთ: ნუ გაიკეთებთ ბებიათქვენის სათვალეს!
ბოლო კომენტარები